logo
ENG



კირილენკოს თქმით, დონეცკის დაახლოებით 45%-ს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

23 ივნ 202212:17
3 წუთის საკითხავი
clock 395
2022/06/23/ue7elonhndociqn.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის რეგიონის დაახლოებით 45%-ს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის რეგიონის დაახლოებით 45%-ს აკონტროლებენ, სადაც ამჟამად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

შესაბამისად, 55%, რომელიც მთლიანად განადგურებულია, არის არალეგალურად შეიარაღებული დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ, ვგულისხმობ ოკუპანტის კონტროლს, მათ შორის ნახევრად დანგრეული მარიუპოლი და ვოლნოვახა," - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, 112 ქალაქი და სოფელი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთაც დონეცკის რეგიონი არ დაუტოვებიათ, თავშესაფრებში რჩებიან.


close დახურვა