logo
ENG


უკრაინის გენშტაბი: სევეროდონეცკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა 2 დასახლებული პუნქტი აიღეს

23 ივნ 202212:33
3 წუთის საკითხავი
clock 197
2022/06/23/n8l67gepr65toih.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,​ სევეროდონეცკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ორი დასახლებული პუნქტი, ლოსკუტივკა და რეი-ოლექსანდრივკა, აიღეს. ოკუპანტები ასევე, ატარებენ თავდასხმით ოპერაციებს სიროტინის დასახლებაზე კონტროლის დამყარების მიზნით. რუსეთი ასევე იღებს მოსამზადებელ ზომებს მდინარე სივერსკის დონეცის ფორსირებისთვის.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, დონეცკის მიმართულებით, რუსეთი თავის ძირითად ძალისხმევას ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებაზე მიმართავს.

"ისინი კონცენტრირებული არიან შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, ჩვენი ჯარების ქალაქ ლისიჩანსკის მახლობლად ალყაში მოქცევისა და ძირითადი ლოჯისტიკური მარშრუტების დაბლოკვაზე."- ამბობს უკრაინის გენშტაბი.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კი, რუსული ძალები მზარდი ზეწოლის ქვეშ აყენებენ ლისიჩანსკ-სევეროდონეცკის მონაკვეთს. თუმცა, დონეცკის დასავლეთით რუსული ძალების მცდელობა ტერიტორიული წინსვლის მიღწევის, შეჩერებულია. 


close დახურვა