logo
ENG



საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან დაწყევლა

23 ივნ 202212:43
3 წუთის საკითხავი
clock 3483
2022/06/23/hv7uynkzbk8qy5a.jpg

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამო ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან დაწყევლა. ინფორმაცია მან გამოცემა ბათუმელებს დაუდასტურა.

ზურაბიშვილის ფოტოზე ბარბაქაძემ საკრებულოს გვერდიდან დაწერა:

"შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის (2) ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც".


ბარბაქაძემ ბათუმელებს უთხრა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

"სიტყვის თავისუფლებაა, მე ხომ მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება? ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და მაშინვე გამოსწორდა", - თქვა მან.

გუშინ, 22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

 


close დახურვა