logo
ENG



ზელენსკი: უკრაინამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, მომავალი უფრო ახლოსაა ევროკავშირთან

23 ივნ 202215:23
3 წუთის საკითხავი
clock 401
2022/06/23/ycqo9aoxsza7b60.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და აღნიშნავს, რომ მომავალი უფრო ახლოსაა ევროკავშირთან.

"უკრაინამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, მომავალი უფრო ახლოსაა ევროკავშირთან და ჩვენ მალე ამ ოჯახის ნაწილი ვიქნებით. ჩვენ ბევრი გავწირეთ ამისთვის. მაგრამ რაც მთავარია, ეს არის ჩვენი არჩევანი - არჩევანი ჩვენი მომავლის ხედვისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც ევროკავშირის ნაწილი გახდება, მაგრამ რუსეთის მხრიდან საფრთხე დარჩება.

"ჩვენ ძალიან ნათლად გვესმის, რომ ჩვენი მეზობელი არის რუსეთი და თუნდაც ომის დასრულების და ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 10 ან 20 წელიწადში რუსეთი შეიძლება თავს ისევ დაგვესხას, მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ არის ამის შესაძლებლობა," - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა