logo
ENG



ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას $450 მლნ ღირებულების ახალი დახმარების პაკეტი გამოუყო

24 ივნ 202208:40
3 წუთის საკითხავი
clock 547
2022/06/24/j8q25gvvheonrrt.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 450 მილიონი დოლარია.

ეს განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნას ითვალისწინებს.

კირბის თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შედის ათასობით ათასი ტყვია-წამალი და საპატრულო კატერები.

ეს დახმარების რიგით მე-13 პაკეტია, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში მიწოდებისთვის დაამტკიცა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 6,1 მილიარდს მიაღწია.


close დახურვა