logo
ENG



გერმანიის საელჩო EU-ზე: ვიცით, ქართული საზოგადოება მზადაა ყველაფერი გააკეთოს წარმატებისთვის

24 ივნ 202211:03
3 წუთის საკითხავი
clock 570
2022/06/24/44csj212wsf08if.jpg

საქართველოში გერმანიის საელჩო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოფიციალური ბერლინი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის წარმატების მიღწევაში.

"მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - წერია განცხადებაში.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

 


close დახურვა