logo
ENG



რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს

24 ივნ 202220:43
3 წუთის საკითხავი
clock 1708
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

აქციის ორგანიზატორები არიან, საერთო სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ", რომელშიც შედიან საზოგადოებრივი ჯგუფები, მოძრაობა სირცხვილია, არასამათვრობო სექტორი, აქტივისტები და მედიასაშუალებები.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე  ისინი გამოაცხადებენ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და სამოქმედო გეგმას. 

 


close დახურვა