logo
ENG



ქადაგიშვილი: არანაირი აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება

25 ივნ 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock 712
2022/06/25/b4wfnw4hqu8e4kq.jpg

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოწოდებები არაკონსტიტუციურია. როგორც მან განმარტა, ხელისუფლება მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

"რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული, არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რა სულისკვეთებაც დღეს უკვე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით არის საქართველოს მიმართებაში. გამომდინარე აქედან არანაირი, ასე ვთქვათ, აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. და, პირიქით, ახლა არის უფრო მეტად კონსოლიდაციის დრო და უფრო მეტი ლიდერობის დრო", - თქვა ქადაგიშვილმა.

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს.

მოძრაობის მოთხოვნებია: გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.


close დახურვა