logo
ENG


ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

25 ივნ 202217:11
3 წუთის საკითხავი
clock 1271
ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა - 9 მათგანი უცხოელი ტურისტია, 1 მძღოლი, 1- გიდი. 

ისინი გურჯაანის ნეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათ დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული.

ექიმის თქმით, შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტარდება შესაბამისი გამოკვლევები. 

ავარია 25 ივნისს, დილის საათებში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. 


close დახურვა