logo
ENG



წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება 1-ელ ივლისამდე

27 ივნ 202213:23
3 წუთის საკითხავი
clock 1478
წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება 1-ელ ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.


close დახურვა