logo
ENG



ევროკავშირი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას გმობს

28 ივნ 202214:44
3 წუთის საკითხავი
clock 735
2022/06/28/msfpl0md9w031dw.jpg

ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსულ სარაკეტო თავდასხმას ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე უმკაცრესად გმობს და მას საშინელ ქმედებას უწოდებს.

"ევროკავშირი რუსულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე უმკაცრესად გმობს.

მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა სრულიად მიუღებელია და ომის დანაშაულს წარმოადგენს," - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი საზარელი ქმედება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თავდასხმების სერიაში, მათ შორის ბოლო დროს მომხდარი სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე კიევსა და სხვა რეგიონებში.


close დახურვა