logo
ENG



ტრასის თქმით, პუტინის რიტორიკა უგულებელყოფილი უნდა იყოს

30 ივნ 202212:41
3 წუთის საკითხავი
clock 556
2022/06/30/2oyo6vzzk4jbxuh.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, პუტინის რიტორიკა უგულებელყოფილი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა NATO-ს ახალი მუქარა გამოუცხადა.

"ჩვენ პუტინისგან ეს რიტორიკა ყველა ტიპის გეგმის შესახებ წარსულში მოვისმინეთ. მან თქვა, რომ მისთვის წითელი ხაზი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და დასავლური ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა.

ჩვენ უნდა უგულვებელყოთ რიტორიკა და ამის ნაცვლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმ იარაღით გავაგრძელოთ, რომელიც მათ ამ საშინელი ომის მოსაგებად სჭირდებათ," - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


close დახურვა