logo
ENG



კაპანაძე: წერეთელზე თავდასხმის ფაქტზე დავუკავშირდი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

30 ივნ 202221:49
3 წუთის საკითხავი
clock 1133
2022/06/30/rcmaw6slfzuqls2.jpg
ნათია კაპანაძე

ორგანიზაცია მედია ომბუდსმენის დირექტორი, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ტვ პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტზე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

კაპანაძის თქმით, ის უკვე ესაუბრა გამომძიებელს.

ნათია კაპანაძემ ტვ პირველის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა რომ ეს უპატიებელი დანაშაულია.

"ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ ვატო წერეთელი. 

ახლა დავუკავშირდი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვესაუბრე გამომძიებელსაც

ეს არის უპატიებელი დანაშაული!

მხარდაჭერა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი" - აცხადებს ნათია კაპანაძე. 

 

close დახურვა