logo
ENG



აშშ-დან EU-ში იმპორტირებული თხევადი გაზის მოცულობა რუსული გაზისას პირველად აღემატება

01 ივლ 202212:41
3 წუთის საკითხავი
clock 1080
2022/07/01/8u4ag97dk46yvt8.jpg
Reuters

პირველად ისტორიაში აშშ-დან ევროკავშირში რუსეთის ბუნებრივი გაზზე მეტი მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი მოხდა.

ინფორმაციას ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატი ბაიროლი ავრცელებს.

ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება ევროკავშირში იმას ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როცა ევროკავშირმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი გაზის გავლით მეტი გაზი მიიღო, ვიდრე რუსეთიდან გაზსადენის საშუალებით.“ - აცხადებს ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი

ბიროლის თქმით, დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო შეამციროს მოთხოვნა რუსულ ნედლეულზე, რათა მძიმე ზამთარს მომზადებული შეხვდეს.


close დახურვა