logo
ENG


ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

01 ივლ 202222:46
3 წუთის საკითხავი
clock 371
2022/07/01/h8zkplvbxrmgpsb.jpeg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის დახმარებას, ასევე ქვეყნის პრემიერმინისტრის დახმარებასაც. ამიტომ, ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმადაც ბორის ჯონსონს გადაეცა გრეგორი მარაზლის  І, ІІ, ІІІ ხარისხების საპატიო ნიშანი. აქედან გამომდინარე ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის წოდებას", - თქვა ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა.

ჯონსონი პირველი ბრიტანელია, რომელმაც ჯილდოს არსებობის დღიდან [1862 წლიდან] ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.


close დახურვა