logo
ENG



კობახიძე: ბილწსიტყვაობა არის ნაცმოძრაობის და მისი მედიების ერთ-ერთი პიარული ხაზი

04 ივლ 202214:38
3 წუთის საკითხავი
clock 910

ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის მიერ მოქალაქეების გინებას ამართლებს და ამბობს, რომ უხამსობა ჩვეულებრივ მოვლენად  ნაციონალურმა მოძრაობამ და კრიტიკულმა ტელევიზიებმა აქციეს. 

დიმიტრი სამხარაძემ 3 ივლისის საღამოს პარტიის ოფისიდან პროევროპული და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს აგინა, დღეს, 4 ივლისს კი თქვა, რომ მისი გინების ადრესატებს გაცილებით მეტი ეკუთვნით.

"თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია". - დასძინა მან. 

"დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა ამაზე განცხადება, საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში. ჩვენი დამოკიდებულება გამოხატვის ამ ფორმების მიმართ ცნობილია, თუმცა, რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, ბილწსიტყვაობას ტელეეთერებში - ეს არის ნაცმოძრაობის და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი მთავარი პიარული ხაზი. ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით წლების მანძილზე, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა, ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ნებისმიერი უხამსობა და ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენაა და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და თქვენი ტელევიზიები". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა