logo
ENG



გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიას 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

05 ივლ 202219:02
3 წუთის საკითხავი
clock 774
2022/07/05/wh25t53rldphkut.png

გაეროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"24 თებერვლიდან 4 ივლისის მდგომარეობით ჩვენ დავადასტურეთ 4 889 გარდაცვალების და 6 263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში. რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია", - აღნიშნულია გაეროს ინფორმაციაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღპა, 1 029-მ კი დაზიანება მიიღო.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ადამიანური დანაკარგის 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით.

"მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს არ უნდა იყოს სამიზნე და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების შენარჩუნებაზე. აუცილებელია მუდმივად დავიცვათ განსხვავებულობის, სიფრთხილისა და პროპორციულობის პრინციპები", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.


close დახურვა