logo
ENG



საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი

06 ივლ 202200:36
3 წუთის საკითხავი
clock 3247
2022/07/06/qcawhamr3kea749.jpg

საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ბერძენ მოხუცებს საძილე აბებს, კერძოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევდა, შემდეგ კი ძარცვავდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1974 წელს დაბადებულ ქართველ ქალს, მეტსახელად „ობობას“ ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი. ის 26 ივნისს, უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.

საბერძნეთის პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის ქართველი ქალის მონაწილეობით ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე გახსნეს.


close დახურვა