logo
ENG



საერთაშორისო კონფერენციამ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის დეკლარაცია მიიღო

06 ივლ 202208:51
3 წუთის საკითხავი
clock 830
2022/07/06/za7ff68bpq7ha7r.jpg
Alessandro Della Valle / AFP

უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციამ ლუგანოში, შვეიცარიაში მიიღო იმ პრინციპების სერია, რომელიც უკრაინას გრძელვადიანად დაეხმარება ხელახალ აღმშენებლობასა და რუსეთთან ომისგან მიღებული ზიანის აღდგენაში.

2-დღიან კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

მიღებული დეკლარაცია გრძელვადიან ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ დახმარებას მოიცავს, „რომელიც უკრაინას მოამზადებს ომის შემდგომი პერიოდისთვის, მაშინ როცა ომი კვლავ მძვინვარებს“ - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნაციო კასისმა. 

„ლუგანოში ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და გავწერეთ პრინციპები, რომლებიც აღდგენას უდებს საფუძველს“ - თქვა კასისმა.

მისი თქმით, ეს პრინციპები აღდგენასა და რეფორმებს მოიცავს და გამჭვირვალობის, პარტნიორობისა და თანასწორობის პრინციპებს ეყრდნობა.

„ამან უკრაინელ ხალხს უნდა მისცეს იმედი და რწმენა, რომ ისინი არ არიან მარტო, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა მოითხოვს გამოცოცხლებულ, გამძლე და განახლებულ ინსტიტუციებს, რომლებიც მომავლისთვის შესაფერისი იქნება“ - განაცხადა მან.

ორშაბათს, 4 ივლისს უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დაჯდება. შმიჰალმა განაცხადა, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივები დაფინანსების მთავარი წყარო უნდა იყოს.

 

close დახურვა