logo
ENG



კირილენკოს თქმით, სლავიანსკში დაბომბვის შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

06 ივლ 202211:18
3 წუთის საკითხავი
clock 909
2022/07/06/y40yzyalgg0m4ij.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, სლავიანსკში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

"რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი," - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკომ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაა.


close დახურვა