logo
ENG



ათენში 13-კაციანი დაჯგუფება და მისი მეთაური "კაკო ნიკაკოი" დააპატიმრეს

06 ივლ 202213:56
3 წუთის საკითხავი
clock 2938

ბერძნული მედიის ცნობით, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს 13-კაციანი დაჯგუფება, რომელსაც 72 წლის ე.წ კანონიერი ქურდი, კაკო ბილანიშვილი, ზედმეტსახელად "კაკო ნიკაკოი" მეთაურობდა.

მედიის ცნობით, ჯგუფმა ატიკაში ჯამში 47 სახლი გაძარცვა და ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 000 ევროს აჭარბებს.

10 სახლსა და 2 მაღაზიაში ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად საბერძნეთის პოლიციამ სხვა ნივთებთან ერთად აღმოაჩინა: 4 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 259 ვაზნა,  2 დანა, ხანჯალი, სამკაული, მაჯის საათები, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, სათვალეები და სუნამოები, გასაღებები, ქურდობისთვის გამოყენებული იარაღი, 8 347 ევროს ოდენობის თანხა და 11 მანქანა.

ბერძნული მედია წერს, რომ ჯგუფის წევრები სავარაუდოდ სხვადასხვა ტიპის ბოქლომების გატეხაში დახელოვნებულები იყვნენ, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკაფიო კვალს არ ტოვებდნენ.

ჯგუფი პოლიციის კრიმინალურმა დეპარტამენტმა 8 ივნისს დააკავა, თუმცა მისი წევრების ვინაობა და დანაშაულის დეტალები 1 ივლისს გასაჯაროვდა.

კაკო ბილანიშვილი ავთანდილ ბილანიშვილის იგივე "კაწროს" მამაა.


close დახურვა