logo
ENG



დაზვერვა: მტრის ქმედება საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას

05 აგვ 202212:32
3 წუთის საკითხავი
clock 754
2022/08/05/omfeijqvv1d02bw.jpg
ANDREY BORODULIN/AFP via Getty Images

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის განზრახვები ზაპოროჟიეს ქარხანასთან დაკავშირებით გაურკვეველი რჩება.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა ქარხნის მახლობლად დაფუძნებული არტილერია გამოიყენეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამიზნედ.

"რუსული ძალები სავარაუდოდ მოქმედებენ ელექტროსადგურის მიმდებარე რაიონებში, კერძოდ კი მიმდებარე ქალაქ ენერჰოდარში, იმისათვის, რომ დაასვენონ თავიანთი შეიარაღებული ძალები."- წერია დაზვერვის განცხადებაში.

ასევე ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის "დაცული" სტატუსით სარგებლობენ და იყენებენ მას იმისათვის, რომ შეამცირონ თავიანთი აღჭურვილობისა და პერსონალის რისკი უკრაინის თავდასხმებისგან.


close დახურვა