logo
ENG



რუსეთი მზად არის აშშ-სთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს

05 აგვ 202214:44
3 წუთის საკითხავი
clock 681
(Andrew Harnik/Pool/AFP/Getty Images)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს დიპლომატიური არხით, რომელზეც მისი თქმით ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.

"რუსეთსა და შეერთებულ შტატებში მსჯავრდებულ პირთა საკითხთან დაკავშირებით... არის კონკრეტული არხი, რომელზეც პრეზიდენტები შეთანხმებულები არიან და ეს არხი ძალაში დარჩება." - განაცხადა ლავროვმა.

ასევე ლავროვმა თქვა, რომ თუ ამერიკელები გადაწყვეტენ კვლავ მიმართონ სახალხო დიპლომატიას და გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები, რომ ახლა აპირებენ ამა თუ იმ ნაბიჯების გადადგმას, ეს მათი საქმეა, "მათი პრობლემაა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით ქვეყანა განიხილავს რუსეთის შეთავაზებას პრეზიდენტის დონეზე პატიმრების გაცვლას, WNBA-ს დაკავებული ვარსკვლავის, ბრიტნი გრინერის მონაწილეობით.

"ის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საჯაროდ განაცხადა, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს საქმეში იმ არხებით, რომლებიც ჩვენ შევქმენით. ჩვენ ამას მივაღწევთ." - განაცხადა ბლინკენმა

გრაინერი რუსეთის აეროპორტში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. კალათბურთელის ბარგში ელექტრონული სიგარეტის მარიხუანის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს.

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს ბრიტნი გრაინერს საზღვარზე მარიხუანის შემოტანისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გრაინერს ასევე 1 მილიონი (17 000 დოლარი) რუბლის გადახდა დააკისრა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სპორტსმენის ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის რომ გრენერმა ბრალი აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.


close დახურვა