logo
ENG



პიაცა ბათუმის თქმით, Facebook გვერდი მომხმარებლებს რუსულად ტექნიკური ხარვეზის გამო პასუხობდა

05 აგვ 202215:08
3 წუთის საკითხავი
clock 680

პიაცა ბათუმი აცხადებს, რომ Facebook-ის მომხმარებლებს გვერდიდან ავტომოპასუხე რუსულად ტექნიკური ხარვეზის გამო პასუხობდა.

პიაცა ბათუმის თქმით, დაუდგენელია ეს პრობლემა ტექნიკურია თუ ჰაკერული შემოტევის გამო გაჩნდა. ადმინისტრაცია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ფაქტს გაღიზიანება და უკმაყოფილება სამართლიანად მოჰყვა.

მათი თქმით, ამ დროისთვის ხარვეზი  გამოსწორებულია. 

„ტექნიკური ხარვეზის გამო "პიაცა ბათუმის" Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე, მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩვენი მხრიდან აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა დაუდგენელია რეალურად წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზით.

„პიაცა ბათუმის" მენეჯმენტი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას.“ - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიაცა ბათუმის Facebook გვერდი მათთან კომუნიკაციისას პასუხს ავტომატურად რუსულ ენაზე აბრუნებდა.

 

close დახურვა