logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ 361 ბავშვი დაიღუპა

06 აგვ 202212:48
3 წუთის საკითხავი
clock 614
2022/08/06/aond6eb4w0j7tvu.jpg

უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 361 ბავშვი დაიღუპა. 

700-ზე მეტი ბავშვი დაჭრილია. 

5 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუჰანსკის, მიკოლაევის, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში დაიღუპა და დაზიანდა. 

უკრაინის გენპროკურატურის განცხადებით, ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ვინაიდან საუბარია მხოლოდ მათზე, ვისი სახელებიც დადასტურდა. ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მსხვერპლის დათვლა შეუძლებელია.

რუსეთის მხრიდან დაბომბვების და სროლის შედეგად უკრაინაში განადგურდა 2211 სასწავლო დაწესებულება. 


close დახურვა