logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურა: შემოჭრის დღიდან რუსეთმა 27 203 ომის დანაშაული ჩაიდინა

08 აგვ 202208:25
3 წუთის საკითხავი
clock 562
2022/08/08/0htlwhim8cvizap.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთმა 27 203 ომის დანაშაული ჩაიდინა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების - 26 190 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების - 73, ომის პროპაგანდის - 28 დარღვევა და სხვა ტიპის დანაშაული - 912.

გენპროკურატურის მონაცემებით, დაფიქსირებულია 12 724 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, საიდანაც 8 783 არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, 1 525 ღალატის შემთხვევა, 1 800 მტერთან თანამშრომლობის, 113 აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 დივერსიული აქტი და 439 სხვა ტიპის.

ცნობილია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ აღძრა 1 451 სისხლის სამართლის საქმე ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.


close დახურვა