logo
ENG



კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის ამჟამად წინაპირობები არ არსებობს

08 აგვ 202214:58
3 წუთის საკითხავი
clock 676
კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის ამჟამად წინაპირობები არ არსებობს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის ამჟამად წინაპირობები არ არსებობს.

პესკოვის თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ორივე მხარე "შეასრულებს საშინაო დავალებას".

"უკრაინის დელეგაცია რადარებიდან გაქრა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტების – პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის დელეგაცია საშინაო დავალებებს შეასრულებენ. ეს ჯერ არ მომხდარა, ამიტომ შეხვედრისთვის საჭირო წინაპირობები არ არსებობს", - ამბობს პესკოვი.


close დახურვა