logo
ENG



ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს წევრობა გაუუქმა

08 აგვ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock 532
ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს წევრობა გაუუქმა

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომისრის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

"კომისარს წევრობა შეუწყდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს ჩვენი წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას", - განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კრის ფილდმა.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.


close დახურვა