ქართული ოცნება არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს ცესკოში. საკითხი ივანიშვილის პარტიას უკვე გადაწყვეტილი აქვს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მესამედ აღარ წარუდგინა, რაც თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა ოცნებისთვის და ცესკოსთვის.