logo
ENG


დეგნანი: პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ
კელი დეგნანი
08 აგვ, 2022 22:38
დეგნანი: პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ
  • 637ნახვები

პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში

 

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა



ასევე ნახეთ
close დახურვა