logo
ENG



რუსები სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს, ვეღარ გამოიყენებენ

10 აგვ 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock 929
2022/08/10/m39g6j76l3nc5yy.jpg

ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, სერჰიი ხლანის თქმით რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინის რეგიონთან, ხერსონთან აკავშირებს. ხერსონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან არის ოკუპირებული.

"ეს არის განშტოება, რომელიც გადიოდა კალანჩაკის, ბრილივკას გავლით ოლეშკის რკინიგზის სადგურამდე და სარკინიგზო ხიდზე  ხერსონამდე. მარშრუტი იყო ყირიმიდან მელიტოპოლამდე." - თქვა მან.

ხლანის თქმით გუშინ განადგურდა რუსების კიდევ ერთი კოლონა აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით

"სწორედ იქ ჰყავდათ ოკუპანტებმა სარკინიგზო მატარებლები და დაცალეს ისინი ნოვოლექსიევკას მიღმა, ჰენიჩესკის რაიონში. გუშინ განადგურდა კიდევ ერთი კოლონა აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით."- განაცხადა სერჰიი ხლანმა

9 აგვისტოს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს

"დილით კარგი ამბავი მოხდა . ჰენიჩესკის რაიონში ძალიან ძლიერი აფეთქება იყო." - განაცხადა ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერჰიი ხლანმა.

ჰენიჩესკი ​ ხერსონის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს, ყირიმთან ახლოს, უკრაინის უახლოესი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში.


close დახურვა