logo
ENG



აშშ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

10 აგვ 202223:55
3 წუთის საკითხავი
clock 708
აშშ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

აშშ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ბელორუსში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის, დემოკრატიული პროცესის შეფერხების გამო. 

"ეს ადამიანები მუშაობენ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (KGB), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ ოფისში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში, მაღალი თანამდებობების მქონე პირები. სანქციები შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ დირექტორატს (GUBOPiK), ეროვნული სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ბელტელერადიოს, მეორე ეროვნული ტელევიზიას, საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს". - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ასევე, სანქციები შეეხება პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, აღმასრულებელი კომიტეტების წევრებს და სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრატორებს.

"სანქცირებული პირები ბრალდებულები არიან წამებაში; მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დაკავება; ჟურნალისტების, ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების დარბევაში; აღიარებითი ჩვენებების იძულებაში; არჩევნების გაყალბებაში; პოლიტპატიმრების პოლიტიკური მოტივით დასჯაში; მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სტუდენტების გარიცხვაში; კანონმდებლობის მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობაში, ტრანსნაციონალური რეპრესიების აქტების მიღებაში". - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

2020 წლიდან, ბელარუსში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზეზით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები 297 ბელორუს მოქალაქეს დაუწესა. 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ორ გვარს, რომლებსაც სანქციები შეეხებათ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შინაგანი ჯარების მეთაური, მიკალაი კარპიანკოუ და მინსკის ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის სპეციალური დანიშნულების პოლიციის ძალების (OMON) მეთაური, დმიტრი ბალაბა

"მათ უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, როცა თვითნებურად და ძალადობრივად დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. 

ბალაბამ და კარპიანკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეპრესიებში. ძალადობრივად დააკავეს ათასობით ადამიანი მათი ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის გამო. დღევანდელი სანქცია აფართოებს არსებულ შეზღუდვებს კარპიანკუსა და ბალაბას მიმართ და მოიცავს სავიზო შეზღუდვებს მათი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის, კარპიანკუს ცოლის, ირინას და ზრდასრული ვაჟის, იგორის, ასევე, ბალაბას ცოლის, ტატიანას და ზრდასრული ვაჟების, არტიომის და მაქსიმის მიმართ. მათ არ მიეცემათ აშშ-ში შესვლის უფლება.

აშშ დგას ბელორუსი ხალხის გვერდითმ, ვინაიდან ისინი ესწრაფვიან დემოკრატიულ, სუვერენულ და წარმატებულ მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენების ხელშეწყობას მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას, მოხდეს დარღვევების დოკუმენტირება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა". - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. 


close დახურვა