logo
ENG


თბილისის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათალი

11 აგვ 202217:16
3 წუთის საკითხავი
clock 511
თბილისის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათალი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კოსტავას (ნაწილობრივ), პაბლო პიკასოს და ზურაბ მუზაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, ბაღის, ვანის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გულუას, არტურ ლაისტის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სამღებროს, შარდენის, თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, გოგი დოლიძის, მარჯანიშვილის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, გოგოლის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი - 3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, რომანოზ ხომლელის, თრიალეთის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა