logo
ENG



იუსტიციის საბჭო CCJE-ში იმ მოსამართლის წევრობის შეჩერებას ცდილობს, ვინც კლანად არ მიიჩნევა

12 აგვ 202212:36
3 წუთის საკითხავი
clock 596

იუსტიციის საბჭომ ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა და (CCJE) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი იმ პირობებში გამოცხადდა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური საქართველოს კვოტით ორივე ორგანიზაციის წევრია. მას ვადა მინიმუმ 2024 წლამდე აქვს და კონკურსების გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია მისთვის არ იყო ცნობილი.

ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქაქური "კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლეა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან არასდროს ყოფილა კავშირში".

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონკურსის დაუგეგმავად, ნაჩქარევად და მითითებული ორგანიზაციების მოქმედი წევრის ინფორმირების გარეშე გამოცხადება სამწუხარო პრეცედენტია, რომელიც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სისტემის შიგნით არსებული შესაძლო განსხვავებული აზრის დევნის თაობაზე.

გამოცხადებულ კონკურსს ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო ეხმაურება. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ ბრიუსელი მიმდინარე პროცესს დააკვირდება, რათა დაადგინოს მისი დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა.

 


close დახურვა