logo
ENG



მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა უკრაინა დატოვა

12 აგვ 202214:42
3 წუთის საკითხავი
clock 623
2022/08/12/13kldo39nl0hf8h.jpg
Reuters

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრიანის შავი ზღვის პორტები კიდევ ორმა გემმა დატოვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი დატვირთული იყო პირველი უკრაინული ხორბლით, რომლის გატანაც გაეროს შუამავლობით, გაფართოებული შეთანხმების ფარგლებში მოხდა. 

ორი კვირს განმავლობაში, სულ უკრაინის პორტები 14-მა ხომალდმა დატოვა, მას შემდეგ რაც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა რუსეთმა დაუშვა. ომის გამო მარცვლეულის ექსპორტი ხუთი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.

შეთანხმება, გაეროს შუამავლობით, თურქეთთან ერთად, მიღწეული იქნა გასულ თვეში იმის შიშით, რომ უკრაინული მარცვლეულის მარაგის დაკარგვა გამოიწვევს საკვების სერიოზულ დეფიციტს და შიმშილობას მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში.

ორი გემი 3500 ტონა ხორბლით და 60 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული. ისინი თურქეთისკენ და ირანისკენ მიემართებიან.

 

close დახურვა