logo
ENG


სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ

12 აგვ 202219:45
3 წუთის საკითხავი
clock 264

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს.

რუშდი დაეცა, თავდამსხმელი კი ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა უცნობია. 

შტატის პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რუშდის კისრის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. 

რუშდი შენობიდან საკაცით გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სალმან რუშდი ინდური წარმოშობის მწერალია. რომან ეშმაკეული აიების დაწერის შემდეგ 1989 წელს ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ხომენეიმ მისი მოკვლის ფატვა გამოსცა და ჯილდოდ 3 მლნ დოლარი დააწესა. წლების განმავლობაში რუშდი, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს, მოკვლის მუქარებს იღებდა. 


close დახურვა