logo
ENG



Amnesty: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

13 აგვ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock 733
2022/08/13/bnh8251q95r6lm5.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო ბაზად იყენებს უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს.

"რუსეთი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. ცნობები, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ენერგორადიდან ვიღებთ, ქალაქიდან რომელიც ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს, მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის ტვიტში.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომირომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.


close დახურვა