logo
ENG



ესპანეთში ელექტრონული მუსიკალურ ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი

13 აგვ 202216:01
3 წუთის საკითხავი
clock 595

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ელექტრონული მუსიკალურ ფესტივალზე Medusa სცენა ჩამოინგრა. 

დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა - ათობით. სცენასთან ერთად, დაზიანდა სხვა ინფრასტრუქტურაც. 

შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. 

მომხდარი ძლიერმა ქარმა გამოიწვია. სცენასთან ერთად, დაზიანდა სხვა ინფრასტრუქტურაც. 

"ჩვენ განადგურებულები და დამწუხრებულები ვართ იმით, რაც მოხდა. დაახლოებით დილის 4 საათზე მოულოდნელმა და დამანგრეველმა ქარმა გაანადგურა ფესტივალის ზოგიერთი სცენა და ინფრასტრუქტურა. მენეჯმენტი იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება, დამსწრეებისთვის ​ტერიტორია დაეტოვებინებინა". 

ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვალენსიაში "ძლიერი ქარი - 82 კმ/წამში და ტემპერატურის უეცარი მატება" აღირიცხა. 


close დახურვა