logo
ENG



ქუთაისის მერიამ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, აქტივისტები 1000 ლარით დააჯარიმა

13 აგვ 202217:19
3 წუთის საკითხავი
clock 595

ქუთაისის მერიამ პუტინი ოკუპანტია-ს სტიკერების გაკვრის გამო, სამოქალაქო აქტივისტები 1000 ლარით დააჯარიმა.

მერიამ აქტივისტებს დარღვევის მტკიცებულებად მათ მიერვე გავრცელებული ფოტოები მოუყვანა. "მტრების მიმართ არ ვართ კეთილგანწყობილი", "პუტინი ოკუპანტია" - ამ შინაარსის სტიკერები ქალაქის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპა ჩვენი სახლია გააკრა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების პრორუსულ განწყობას.

"დაგვაჯარიმეს სტიკერების გაკვრის გამო. რომ ყოფილიყო შინაარსი ვიბარებთ თმებს ან ვაქირავებ ბინას, ცხადია არავინ შეგვეხებოდა, რადგან აჭრელებულია მსგავსი შინაარსის რეკლამებით. მაგრამ რა თქმა უნდა შინაარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს არის იმ დამკვიდრებული პოლიტიკის აგრესიული გამოვლინება, რასაც ბოლო დროს ქვეყანაში ვნახულობთ. ჩვენ ველოდებით სასამართლოზე ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ დაამტკიცონ იმ ცინიკურების მიზეზი, რომ ჩვენ 7 აგვისტოს არ გვქონია ომიდან მე14-ე წლისთავზე ანტისაოკუპაციო სტიკერების უფლება", - თქვა თორნიკე ბარათაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში ანტისაოკუპაციო სტიკერები 7 აგვისტოს გააკრეს.


close დახურვა