logo
ENG



არასრულწლოვნის აღიარება

16 აგვ 202220:04
3 წუთის საკითხავი
clock 321

დაცვის რა სტრატეგიაზე მუშაობენ დედის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის ადვოკატები. დღეს განზრახ ჯგუფურ მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანსა და მის 19 წლის მეგობარს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ინტერესების დამცველები ახლა ცდილობენ საქმე ნაფიც მსაჯულების ხელში მოხვდეს. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მეგობარმა დედის მოსაკლავად არასრულწლოვანი წაახალისა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სასტიკი მკვლელობიდან მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ ახალგაზრდას, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობდა, ქალის ვალი ჰქონდა,  დაახლოებით 120 ათასი ლარი. მსხვერპლი თანხის დაბრუნებას ითხოვდა. საინტერესოა ისიც, რომ არასრულწლოვანი დედის მკვლელობას აღიარებს, დაკავებული მეგობარი კი ამ დრომდე დუმს. 


close დახურვა