logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი წყობიდან გამოდის

18 აგვ 202211:19
3 წუთის საკითხავი
clock 722
2022/08/18/wf7cfy2vexjpa7p.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა წყობიდან გამოდის, სავარაუდოდ, ეს ნაწილობრივ გამოწვეულია რუსეთის მიერ ადეკვატური ფეთქებადი რეაქტიული ჯავშანტექნიკის [ERA] სათანადო გამოყენების უუნარობით.

"სწორად გამოყენების შემთხვევაში, ERA ამცირებს შემომავალი ჭურვების ეფექტურობას, სანამ ისინი ტანკს მოხვდებიან. 1994 წლის ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ERA-ს სწორი გამოყენების სწავლა. სავარაუდოთ, ბევრ რუსულ სატანკო ეკიპაჟს არ ჩატარებია წვრთნა ERA-ს სწორი გამოყენებისთვის, რაც იწვევს ან ასაფეთქებელი ელემენტების ცუდად მორგებას, ან მთლიანად შეჩერებას."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის განცხადებით, რუსულმა მხარემ ომში მრავალი წარუმატებლობა რუსი მეთაურების მხრიდან დაბალი დონის საბრძოლო დისციპლინის ქონის გამო განიცადა.


close დახურვა