logo
ENG



ხარკივზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

18 აგვ 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock 414
2022/08/18/z7imkl4gjetee2d.jpg

ხარკივზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, 20 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა. მათ შორის არიან ხანდაზმულები და შშმ პირებიც. უწყებაში ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის გვერდით არანაირი სამხედრო ობიექტი არ იყო.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 4 ადამიანი ამოიყვანეს - მათი მდგომარეობა მძიმეა. ხანძარი, რომელიც სარაკეტო თავდასხმის დროს საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, ამ დროისთვის უკვე ჩამქვრალია. ადგილზე 80 მაშველი მუშაობს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა