logo
ENG



ყოფილი მოსამართლე: დანიშვნის დროს გადაწყვეტილებებს კლანის ერთგულების მიხედვით იღებდნენ

14 სექ 202212:44
3 წუთის საკითხავი
clock 949
2022/09/14/9tnkvv6z2nel7az.jpg

ყოფილი მოსამართლე, ანა გელეყვა ახლა ემიგრანტია. მოსამართლის 10-წლიანი კარიერის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. 

ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგთან ინტერვიუში ანა გელეყვა სასამართლოს კლანის და სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ ლაპარაკობს. 

გელეყვა ყვება, რომ ყველა მოსამართლეს აქვს მონაწილეობა მიღებული კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში, რომლებიც მოსამართლეთათვის ტარდებოდა, თუმცა, დანიშვნების დროს გადაწყვეტილებებს მხოლოდ კლანის ერთგულების კრიტერიუმით იღებდნენ. 

"მე ეს პირდაპირ მითხრეს. როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო?

ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა - იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. 

აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი?  სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი". - ყვება ყოფილი მოსამართლე. 

ანა გელეყვას თქმით, ამ შემთხვევაში ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კლანის მოსამართლის, ლევან თევზაძის მხარდაჭერაზე ელაპარაკებოდა. ნინო გვენეტაძეს მეორე კანდიდატად გასიტაშვილი ჰყავდა წარდგენილი. 

ყოფილი მოსამართლე ყვება იმასაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე კლანისთვის სანდო პირია, მოსამართლეებთან კონკრეტულ საქმეს პირისპირ განიხილავდა. 

"კლანი როგორი მორგებული სიტყვაა. მგონი, თავადაც აღარ აპროტესტებენ. თუ კლანია,  სასამართლოს ხელმძღვანელიც (სასამართლოს თავმჯდომარე) კლანის წევრი იქნება - დაახლოებული პირი, სანდო და დასაყრდენი.

ბოლოს სამტრედიაში ვმუშაობდი. მახსოვს, ქუთაისში თათბირი ყოველ ორშაბათს ტარდებოდა. ეს იყო თათბირი ცალკეულ მოსამართლეებთან, განა ერთად? განსახილველი საქმეების ცალ-ცალკე მოსმენა იყო უფრო". - ყვება ანა გელეყვა.


close დახურვა