logo
ENG


ფედოროვი ზაპოროჟიეში უკრაინელ კაცებს ურჩევს, საქართველოში ჩავიდნენ, რომ რუსებმა არ გაიწვიონ

22 სექ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock 291
Jean-Baptiste Quentin / LP

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი მელიტოპოლის მერი უკრაინის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს მოსახლეობას მოუწოდებს, ყირიმის გავლით დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და საქართველოში ჩავიდნენ, რადგან შესაძლოა, რუსეთმა ისინი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვიოს.

ივან ფედოროვი წერს, რომ უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა 18-35 წლის უკრაინელი კაცები ოკუპანტებმა ვასილივკის საგუშაგოზე შეაკავეს, როცა ზაპოროჟიეს უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადასვლას. 

ფედოროვის თქმით, რუსეთის მიზანია, რომ უკრაინელი კაცები ფრონტზე "საზარბაზნე ხორცად" გამოიყენონ და შესაძლოა ხერსონსა და ზაპოროჟიეში იმავენაირად გამოაცხადონ "ნადირობა მოსახლეობაზე", როგორც ეს 2014 წელს ლუჰანსკსა და დონეცკში გააკეთეს.

მელიტოპოლის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, ან ახლავე სცადონ, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები, ან ოკუპირებული ყირიმის გავლით საქართველოში გადავიდნენ.

„რეკომენდებულია, რომ 35 წელს ქვემოთ კაცებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები ყირიმი-საქართველოს გზით.

დღეს უკვე 18-დან 35 წლამდე კაცებს მტრის საგუშაგოზე ვასილივკაში არ მისცეს საშუალება რომ ზაპოროჟიეში ჩასულიყვნენ. ეს პრაქტიკა გაგრძელდება.

ოკუპანტების მიზანია, რომ ჩვენი კაცები ფრონტზე „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ.

2014 წელს ოკუპანტებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ადამიანებზე ე.წ ლუჰანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში. ისინი იმავეს გააკეთებენ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.

აუცილებელია, ახლავე ან ცადოთ გასვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით ან აირჩიოთ ალტერნატიული მარშრუტი - საქართველოს მიმართულებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. ცოტა დრო რჩება!


close დახურვა