logo
ENG



1-ელ ოქტომბრამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

22 სექ 202221:52
3 წუთის საკითხავი
clock 622
2022/09/22/ndgh74ovtfrfvca.png

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისობა 2022-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში.

ეს ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.


close დახურვა