logo
ENG



ლავროვმა გაეროში თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა დასავლეთს კონფლიქტის მხარედ აქცევს

22 სექ 202223:53
3 წუთის საკითხავი
clock 748
2022/09/22/27l747zzn2ntchy.jpg
Michael M. Santiago / Getty Images

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას  ლავროვმა დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობა დააიგნორა და უკრაინა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალები "დონბასის მშვიდობიან მოქალაქეებს უსამართლოდ დაესხნენ თავს".

ლავროვმა ზელენსკი და უკრაინა "რასისტულ" და "ანტირუსულ" აგრესიაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ზელენსკის მიერ აგვისტოში გაკეთებული "რუსოფობიული განცხადებები" გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რეფერენდუმების გამართვის მოტივაცია.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, რაც უკრაინის მთელმა რიგმა რეგიონებმა მიიღეს რეფერენდუმების გამართვაზე, [ზელენსკის] კომენტარების შედეგია“ - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე დაგმო, ის "ცინიკური გზა", რომლითაც დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის. ლავროვის თქმით, „ეს პოლიტიკა კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს და მათ კონფლიქტის მხარედ აქცევს“.

მისი აზრით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასავლეთის მთავარი მოტივაცია „მსხვერპლის და ნგრევის მიუხედავად  ბრძოლების რაც შეიძლება დიდი ხნით გაწელვაა, რათა რუსეთი დაღალოს და შეასუსტოს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე საუბრით დაასრულა. ლავროვის თქმით, ამ ორგანოს მუშაობას არ ენდობიან.

„ყველაფერი რაც დღეს ვთქვი, უბრალოდ ამტკიცებს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო" – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი ლავროვი საბჭოს შეხვედრაზე დაგვიანებით, საკუთარი გამოსვლის დაწყებამდე მივიდა და დარბაზი მალევე დატოვა.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის შესახებ შეხვედრიდან ადრე წასვლის გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, ეს რუსეთის სისუსტის მორიგი ნიშანია.

„ლავროვს, როგორც ჩანს არ შეუძლია აიტანოს მკაფიო და განმეორებადი მესიჯები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაგმობის განმეორებად მესიჯებს. ის დარბაზში მისი საუბრის დაწყებამდე შევიდა და მალევე დატოვა.

ეს სისუსტის მორიგი ნიშანია და აღიარება იმ ფაქტის რომ რუსები აცნობიერებენ, რომ ისინი მსოფლიო არენაზე მზარდად იზოლირებულნი არიან“ - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

 

close დახურვა