logo
ENG



7 თვე ომის დაწყებიდან - შაბათის ფორმულა უკრაინაში

24 სექ 202221:24
3 წუთის საკითხავი
clock 450

პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, ომის დაწყებიდან 7 თვის შედეგ, ბოროტების იმპერიის ნგრევის ბოლო ეტაპია. მსოფლიოს რიგით მეორე არმიად წოდებული რუსული ჯარი, სინამდვილეში ჯართად ქცეული საბჭოთა ტექნიკის ხროვა აღმოჩნდა, რომელიც უკრაინის დედაქალაქში ბლიცკრიგის და ტრიუმფის ნაცვლად, დამწვარი და განადგურებული შეიტანეს. დღეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, ზუსტად 7 თვე გავიდა. შაბათის ფორმულა გიჩვენებთ რა ხდება, რაშისტების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების და უკრაინელების გენოციდის სიმბოლოდ ქცეულ ბუჩაში, მოუსმენთ ადამიანს, რომელიც სიკვდილს მართლა სასწაულით გადაურჩა, როცა მას ოკუპანტებმა, ტყვიამფრქვევიდან ესროლეს. კედელთან მიყენებული კიდევ 7 ადამიანი რაშისტებმა მის თვალწინ დახვრიტეს. რუსული სისასტიკის კვალი, უკრაინელმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებს გათავისუფლების შემდეგ, სხვა ქალაქებშიც აღმოაჩინეს - შაბათის ფორმულა უკრაინიდან.


close დახურვა