logo
ENG



მედია: ირკუტსკის ოლქში კაცმა სამხედრო კომისარიატის შენობაში ცეცხლი გახსნა

26 სექ 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock 492

მედიის ცნობით, ირკუტსკის ოლქის, ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ადგილობრივი სამხედრო კომისარი. წინასწარი ინფორმაციით, ის დაკავებულია.

მედიის ინფორმაციით, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი, იგორ კობზევი მომხდარს ადასტურებს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ სამხედრო კომისარიატის შენობაში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.

"სამხედრო კომისარი, ალექსანდრე ვლადიმიროვიჩ ელისეევი რეანიმაციაშია. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. მსროლელი მაშინვე დააკავეს. ის აუცილებლად დაისჯება!" - განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.


close დახურვა