logo
ENG



იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

26 სექ 202212:57
3 წუთის საკითხავი
clock 449
2022/09/26/t038eiuio4fgsjb.png
© Ильяс Бекмансуров/ТАСС

იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მსხვერპლი გახდა ცხრა ადამიანი, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის ორი თანამშრომელი და ორი მასწავლებელი, ასევე ხუთი არასრულწლოვანი. არიან დაჭრილებიც." - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

უდმურტიის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულია 20 ადამიანი. განყოფილებაში ასევე აცხადებენ, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს, მან თავი მოიკლა.

"პოლიციელებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა."- აცხადებენ პრესსამსახურში.


close დახურვა