logo
ENG



იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია

26 სექ 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock 510
2022/09/26/6536ouzvjasiawl.png
© РИА Новости / Сергей Кузнецов

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა. 

უდმურტიის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს, მან თავი მოიკლა.

"პოლიციელებმა იპოვეს კაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა."- აცხადებენ პრესსამსახურში.

თავდამსხმმელის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით უდმურტიაში გლოვა გამოცხადდა.


close დახურვა